Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის მსოფლიო კულტურის ფესტივალი

2024 წლის 27 აპრილს, საქართველოს ელჩმა, ბატონმა პ. კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის მსოფლიო კულტურის მე-19 ფესტიალის ოფიციალური გახსნის  ცერემონიაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ქ. პეკინის მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმღვანელები და წარმომადგენლები. 

ცერემონიაზე, 103-ი ქვეყნის სტუდენტების მიერ გაიმართა ეროვნული დროშების ჩვენება. საამაყოა, რომ მათ შორის იყვნენ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ჩვენი ქვეყნის სტუდეტებიც, რომელთაც  გამოფინეს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

საზეიმო გახსნის შემდეგ, საქართველოს ელჩი ესტუმრა ქართველი სტუდენტების მიერ მოწყობილ „ქართულ კუთხეს“.