მსოფლიო ტურიზმის ალიანსის ყოველწლიური მიღება
2025 წლის 17 იანვარს, ჩინეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, ნატალია კვაჭაძე, პეკინში დაესწრო მსოფლიო ტურიზმის ალიანსის (WTA) ყოველწლიურ მიღებას.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მსოფლიო ტურიზმის ალიანსის თავმჯდომარის მოადგილემ, ლიუ შიძუნმა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ტურიზმის როლზე გლობალური კავშირების გაღრმავებაში.
მიღებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელები, ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები და პროფესიონალები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მსოფლიო ტურიზმის ალიანსის წევრებმა და წამყვანმა მედია ორგანიზაციებმა.