პეკინში გაიმართა საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ საქართველო-ჩინეთის ორმხრივი შერეული კომიტეტის პირველი სხდომა
2024 წლის 28 აგვისტოს, ქ. პეკინში გაიმართა საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ საქართველო-ჩინეთის ორმხრივი შერეული კომიტეტის პირველი სხდომა. სხდომაზე განიხილეს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული ტენდენციები და ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო ჩინური მხრიდან, მოლაპარაკებებს უძღვებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უანგ სიუჩუნი.
შეხვედრის ბოლოს, დელეგაციის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს პირველი ორმხრივი შერეული კომიტეტის სხდომის ოქმს.