Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ჩინური კომპანია “CAVO“-ს აღმასრულებელ დირექტორთან

2024 წლის 19 ივნისს, საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე ჩინური კომპანია “CAVO“-ს აღმასრულებელ დირექტორს ჯესიკა ხანს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.

კერძო კომპანია “CAVO“, რომელსაც ჯესიკა ხანი ფლობს, საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას მშენებლობის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმის და უძრავი ქონების სფეროებში. კომპანია 2012 წელს დაარსდა.