საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ჩინური კომპანიის “Huawei”-ს რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტთან, ანგელა ლინთან.
2024 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ჩინური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უმსხვილესი კომპანიის “Huawei”-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტთან, ანგელა ლინთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და “Huawei”-ს შორის მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ამ ჭრილში ყურადღება გამახვილდა ხსენებული ჩინური კომპანიის ახალ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, სპეციალური სასწავლო პროგრამების დანერგვას საქართველოს სახვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.