საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა პეკინის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებთან.

 2022 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა პეკინის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებთან. საელჩოს თანამშრომლებმა ნატალია კვაჭაძემ და თამარ ქვლივიძემ შესაბამისი პრეზენტაციის მეშვეობით, გააცნეს ბავშვებს მრავალმხრივი ინფორმაცია საქართველოს ისტორიის,  კულტურის, დამწერლობისა და ტრადიციების შესახებ. თავის მხრივ, მოსწავლეებმა წარუდგინეს საელჩოს თანამშრომლებს, წინასწარ მომზადებული მასალები საქართველოზე.

ბავშვებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ტკბილეულობა (ფელამუში, გოზინაყი და ა.შ).

შეხვედრის ბოლოს, საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, საელჩოში სტუმრობასთან დაკავშირებით, გადასცა სკოლის მოსწავლეებს შესაბამისი სერთიფიკატები.

პეკინის სხვადასხვა სკოლებთან შეთანხმების შედეგად, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები საელჩოში სისტემატურად გაიმართება