ხსენებულ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის
მუდმივი სტიმულირების მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე. ასევე, ელჩმა აღნიშნა JD.com-ზე საქართველოს პავილიონის წარმატებული ფუნქციონირების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩინელ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას.