საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ.პეკინში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება

2022 წლის 8 ივლისს, პეკინში “Marriot Northeast Beijing Hotel“-ში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება.
ღონისძიების დამწყებამდე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არჩილ კალანდიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუეის შორის გაიმართა პირისპირ შეხვედრა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის 30 წლის განმავლობაში არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა, ორმხრივ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც, ჩინეთი მეორე წელია წარმოადგენს ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარს ქართული პროდუქციისთვის. ასევე, აღინიშნა, სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, კონტაქტების გააქტიურების მნიშვნელობა. გარდა ამისა, ელჩმა ისაუბრა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე და მიღწევებზე, ასევე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე.
თავის მხრივ, ლი ჰუეიმ აღნიშნა ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა გლობალური პანდემიის დროს და გამოთქვა იმედი, “სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში, მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
პეკინში არსებული “Georgian Wine Promotion Centre“-ის მხარდაჭერით, მიღებაზე წარმოდგენილი იყო 40-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია, მათ შორის, “თელავის ღვინის მარანი“, “დუგლაძე“, “სათავადო“, “ხოხბის ცრემლები“, “ხარება“, “ქინძმარაულის მარანი“, “თელედა“, “თბილღვინო“, “შატო ყვარელი“ “მოსმიერი“ და ა.შ.
 ასევე, გაიმართა “აწარმოე საქართველოში“ და “Blumberg media Group“-ის მიერ მომზადებული, საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ საიმიჯო ვიდეოების ჩვენება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, ჩინეთის სახელმწიფო უწყებების, ბიზნესის, კულტურისა და აკადემიური წრეების, ასევე პეკინში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.