საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ქ. ქუთაისისა და ქ. სიანის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მსოფლიოს ორი უძველესი ცივილიზაციის, ისტორიისა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქალაქებს შორის, ხელი მოეწერა დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ

2022 წლის 6 მაისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ქ. ქუთაისისა და ქ. სიანის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, მსოფლიოს ორი უძველესი ცივილიზაციის, ისტორიისა და მდიდარი ტრადიციების მქონე ქალაქებს შორის, ხელი მოეწერა დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ.

ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც მოდერატორობას უწევდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია,  დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქ. ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და ქ. სიანის მერმა, ლი მინგიუენმა. მხარეები მიესალმნენ ქალაქებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებას და გამოთქვეს მზადყოფნა, ორმხრივი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გასავითარებლად.

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.