ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და გამომცემლობა „LOOKWE“-ს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგად, გამოიცა ორენოვანი (ინგლისურ -ჩინური), 83 გვერდიანი მაღალპოლიგრაფიული, სექტემბრის თვის სპეციალური ნომერი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.