საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორმხრივი ვიზიტები

საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ვიზიტები:

 

2006 წელი

11.04.2006  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი.

 

2009 წელი

23-26.11.2009 პეკინში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ჩინეთის საპორტო ქალაქ ცინდაოში სტუმრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობითი დელეგაცია გუბერნატორ ზაზა გოროზიას და ფოთის მერის ბატონ ვანო სიღანიძის ხელმძღვანელობით. გამოიკვეთა ფოთსა და ცინდაოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

2010 წელი

17-22.03.2010 ჩინური მხარის მიწვევით შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ აკაკი მინაშვილის ხელმძღვანელობით.

30.06.2010 პეკინში გაიმართა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტორების დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

25-30.10.2010 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს პრემიერ- მინისტრი ბატონი ნიკა გილაური.

12-15.12.2010 პეკინში გაიმართა საქართველო- ჩინეთის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი აბესალომ (არჩილ) კეკელია.

 

2011 წელი

23-31.03.2011 ჩინეთში (პეკინი, ჩენგდუ, ჰონგ- კონგი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე აბესალომ (არჩილ) კეკელია.

 

2012 წელი

23-25.04.2012 პეკინში გაიმართა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტორების დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

23-25.05.2012 ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ჩინეთის ტურისტული ჯგუფების საქართველოში მოგზაურობის ხელშეწყობის შესახებ.

20-22.06.2012 ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე.

17-20.09.2012 ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

 

2015 წელი

8-10.03.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი.

22-28.06.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კახი კალაძე.

28-29.06.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი ნოდარ ხადური.

13-14.07.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ოთარ დანელია.

18-25.08.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი დავით დონდუა.

9-12.09.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

14-16.10.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი.

1-5.11.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე.

9-13.11.2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო.

 

2016 წელი

14-16.01.2016 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბატონი ნოდარ ხადური.

25-29.07.2016 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

 

2017 წელი

27-31.03.2017 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ბატონი გიორგი ვოლსკი.

13-17.05.2017 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი გიორგი გახარია.

14.06.2017 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია, საქართველოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდის გამართვის მიზნით.

24-27.09.2017 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გიორგი მღებრიშვილი.

 

2018 წელი

12-14.04.2018 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი.

29-30.08.2018 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, რომელმაც გამართა ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის ვიცე პრემიერთან ბატონ ხუ ჩუენხუასთან (Hu Chunhua) და მონაწილეობა მიიღო ქ. ურუმჩიში გამართულ ჩინეთ-ევრაზიის საერთაშორისო ექსპოში (China-Eurasia Expo 2018).

4-6.11.2018 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე, რომელმაც ქ. შანხაიში გამართა შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო ჩინეთის საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo – CIIE), სადაც საქართველოს გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო პავილიონი.

9-10.12.2018 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-7 რაუნდის გამართვის მიზნით.

 

2019 წელი

25-27.04.2019 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, რომელმაც ქ. პეკინში მონაწილოება მიიღო „სარტყელისა და გზის“ მეორე ფორუმში (The 2ndBelt and Road Forum for International Cooperation).

01.10.2019 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე, რომელმაც ქ. დალიანში გამართა ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი კეციანთან და მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში (WEF).

4-7.11.2019 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი ნათია თურნავა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქ. შანხაიში გამართულ საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (CIIE).

 

 

ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები:

 

2007 წელი

31.08-02.09.2007 საქართველოს ეწვია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა განყოფილების გამგის, ბატონი ვან ძიაოჯუეის ხელმძღვანელობით.

1-3.10.2007 ჩინეთის სინძიან-უიგურეთის ავტონომიური რეგიონის ვიცე-გუბერნატორი, ბატონი იან განი ეწვია კახეთს, რომლის დროსაც ხელი მოეწერა განზრახულებათა ოქმს კახეთის რეგიონსა და სინძიან-უიგურეთის ავტონომიურ რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ.

 

2009 წელი

21.12.2009 თბილისში გაიმართა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტორების დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

 

2010 წელი

4.06.2010 თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე ბატონი ფუ ძინგი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.

 

2012 წელი

9-11.07.2012 თბილისში გაიმართა საქართველო- ჩინეთის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა. ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომერციის სამინისტროს საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე (მინისტრის მოადგილის დონე გახლავთ) ჩონ ქუენი. გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან.

22-24.07.2012 საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სრულიად ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ჩუ პინგი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ.

3-6.08.2012 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორის თან იუნსიანგის ხელმძღვანელობით.

15-19.09.2012 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის პარლამენტის დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლი ჭაოსინის ხელმძღვანელობით. შედგა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

23-25.09.2012 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის კომიტეტის (CCPIT) თავმჯდომარე ვან ძიფეი. შედგა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, საქართველოს პარტნიორობის ფონდის პრეზიდენტთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან.

 

2014 წელი

16-18.09.2014 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე მინისტრი ბატონი ჭოუ ლი.

 

2015 წელი

10-11.05.2015 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ჰან ჩანგფუ.

6-9.06.2015 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ჩენ ჩენგჭუი.

10-11.06.2015 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ბატონი ჭაო სიდი.

23-24.08.2015 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი ში იაობინი.

13-17.10.2015 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიგურეთის ავტონომიური რაიონის თავმჯდომარე (გუბერნატორი) ბატონი შოხრატ ზაკირი.

 

2016 წელი

2-5.06.2016 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე პრემიერი ბატონი ჭანგ გაოლი.

4-6.09.2016 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და შობადობის დაგეგმარების მინისტრის მოადგილე ბატონი ვან ფეიანი.

7-9.09.2016 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი ინ ვეიმინი.

5-6.10.2016 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ბატონი გაო ჰუჩენგი.

 

2017 წელი

10-11.04.2017 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ცენტრალური სამხედრო კომისიის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ოფისის დირექტორის, ადმირალ იუფე გუანის ხელმძღვანელობით (AdmiralGuan Youfei, Director of the International Military Cooperation Office, Central Military Commission, Ministry of National Defence of the Peoples Republic of China). გაიმართა შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან ბატონ ლევან იზორიასთან.

15-18.09.2017 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკურ-საკონსულტაციო საბჭოს ვიცე სპიკერი ბატონი მა ფეიჰუი.

27-28.11.2017 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი.

 

2019 წელი

23-25.05.2019 საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ვან ი (Wang Yi). გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ბატონ მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ დავით ზალკალიანთან.

22-23.10.2019 საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში ბატონი ლი ჰუეი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის“ თბილისის მესამე ფორუმის მუშაობაში. შედგა მისი ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ვიცე პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ქალბატონ მაია ცქიტიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ დავით ზალკალიანთან.

 

 

ბმული:
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: www.fmprc.gov.cn