ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახსენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ უცხოეთში ყოფნისას ისინი ექვემდებარებიან ადგილობრივ კანონმდებლობას და შესაბამისად მოუწოდებს მათი დაცვისაკენ.

თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში საელჩო გაუწევს  დახმარებას საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პრინციპების გათვალისწინებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საელჩოს არ ძალუძს შეცვალოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და მოქცევის დადგენილი წესები. შეუძლებელია საელჩომ გავლენა იქონიოს ძიების ან სასამართლო პროცესებზე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საელჩო დაჟინებით თხოვს თანამემამულეებს გაეცნონ ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობას და გულმოდგინედ დაიცვან იგი. 

პირველ რიგში ეს ეხება რეგისტრაციის წესებს. ჩინური კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა უცხოელთა რეგისტრაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჩამოსვლიდან 24 საათის განმავლობაში (როგორც წესი,  სასტუმროების უმრავლესობა ამ პროცედურას ატარებს ავტომატურ რეჟიმში). სამუშაოდ წასვლისას განსაკუთრებულ გაცნობას საჭიროებს დამსაქმებლის რეპუტაცია და  ვიზის კატეგორია, რამდენად იძლევა იგი ლეგალურად დასაქმების უფლებას, ვინაიდან არალეგალური შრომითი საქმიანობა ითვლება სერიოზულ სამართალდარღვევად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მკაცრი სასჯელი, რისი მაგალითიცაა უკანონო დასაქმების განსაკუთრებით გაძლიერებული დევნა უკანასკნელ პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციები და რეიდები არალეგალური საქმიანობის გამოსავლენად. ასეთივე ყურადღებას მოითხოვს შრომითი ხელშეკრულება და მისი შესაბამისობა ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

 

დიდი მადლობა გაგებისა და თანამშრომლობისთვის!

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ