საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები

30 ივნისი-2 ივლისი

30 ივნისს პეკინში დაიწყო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დეპარტამენტების დონეზე.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ლევან ასათიანი, ხოლო ჩინეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბატონი ჭან სიაო.

განხილულ იქნა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების აქტუალური პრობლემატიკა, ასევე საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთდახმარების და საქმიანობის კოორდინაციის თემები.

2 ივლისს მოლაპარაკებების დამთავრების შემდეგ გაიმართა ოფიციალური სადილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ჩენ გუოფენის სახელით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ადამიანის უფლებები

Georgia.gov.ge

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ