1-3 ივნისი
პეკინში შედგა ღვინის საერთაშორისო გამოფენა–ბაზრობის (“TOP WINE CHINA 2010”) ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე და საელჩოს მრჩეველი დავით პიპინაშვილი. აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ჩინეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
საქართველოს სახელით, გამოფენა “Top Wine China 2010”–ზე ქართული ღვინოები წარადგინა საქართველოს საელჩომ ჩინეთში. კერძოდ, გამოფენაზე საელჩოს მიერ წარმოდგენილ იქნა “თელავის ღვინის მარნისა” (Telavi Wine Cellar) და კომპანია “ოკამის” ღვინოები, ასევე ქართული ღვინის სარეკლამო ბუკლეტები და ბილბორდები.
გამოფენა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ჩინეთის კომერციის სამინისტრო და ჩინეთის მეწარმეთა ეროვნული ასოციაცია, ოფიციალურად დასრულდა 3 ივნისს.
|
1-3 ივნისი პეკინში შედგა ღვინის საერთაშორისო გამოფენა–ბაზრობის (“TOP WINE CHINA 2010”) ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე და საელჩოს მრჩეველი დავით პიპინაშვილი. აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ჩინეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საქართველოს სახელით, გამოფენა “Top Wine China 2010”–ზე ქართული ღვინოები წარადგინა საქართველოს საელჩომ ჩინეთში. კერძოდ, გამოფენაზე საელჩოს მიერ წარმოდგენილ იქნა “თელავის ღვინის მარნისა” (Telavi Wine Cellar) და კომპანია “ოკამის” ღვინოები, ასევე ქართული ღვინის სარეკლამო ბუკლეტები და ბილბორდები. გამოფენა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ჩინეთის კომერციის სამინისტრო და ჩინეთის მეწარმეთა ეროვნული ასოციაცია, ოფიციალურად დასრულდა 3 ივნისს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|