22 აპრილი
კახა სიხარულიძემ ჩინეთის კულტურის სამინისტროში გამართა შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილესთან.
შეხვედრის თემა იყო საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ახალი ოქმის ხელმოწერა (წინა ოქმი რომელსაც ხელი მოეწერა 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს თვალისწინებდა კულტურის სფეროში თანამშრომლობას 2006–2009 წლებში).
შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის კულტურის სამინისტრო იმუშავებს ახალი შეთანხმების პროექტზე, რომელიც სავარაუდოდ ქართული მხარისთვის გადასაგზავნად მზად იქნება მომავალ თვეს.
კულტურის სამინისტროს ასევე გადაეცა თბილისიდან მიღებული მასალები და ინიციატივა ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრებისა და ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიების გამოფენის ჩინეთში მოწყობასთან დაკავშირებით (წინასაპროექტო ქალაქგეგმარების კვლევებისა და საინვესტიციო გეგმარებითი ინოვაციების ბიურო ``არქიმედია``).
გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, ელჩმა ჩინეთის კულტურის სამინისტროს სთხოვა პეკინში ქართველი მოქანდაკის ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენის ორგანიზებაში ხელშეწყობა.
|
22 აპრილი კახა სიხარულიძემ ჩინეთის კულტურის სამინისტროში გამართა შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილესთან. შეხვედრის თემა იყო საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ახალი ოქმის ხელმოწერა (წინა ოქმი რომელსაც ხელი მოეწერა 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს თვალისწინებდა კულტურის სფეროში თანამშრომლობას 2006–2009 წლებში). შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის კულტურის სამინისტრო იმუშავებს ახალი შეთანხმების პროექტზე, რომელიც სავარაუდოდ ქართული მხარისთვის გადასაგზავნად მზად იქნება მომავალ თვეს. კულტურის სამინისტროს ასევე გადაეცა თბილისიდან მიღებული მასალები და ინიციატივა ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრებისა და ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიების გამოფენის ჩინეთში მოწყობასთან დაკავშირებით (წინასაპროექტო ქალაქგეგმარების კვლევებისა და საინვესტიციო გეგმარებითი ინოვაციების ბიურო ``არქიმედია``). გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, ელჩმა ჩინეთის კულტურის სამინისტროს სთხოვა პეკინში ქართველი მოქანდაკის ალექსანდრე გელაშვილის ნამუშევრების გამოფენის ორგანიზებაში ხელშეწყობა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|