21 აპრილი
ჩინეთში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ შეხვედრა გამართა კომპანია “China Export & Import Credit Insurance Corporation”–ის დირექტორის მოადგილესთან იუ ქინგჯუნთან.
განხილულ იქნა ენერგეტიკის დარგში სამომავლო თანამშრომლობის, კერძოდ აღნიშნული კომპანიის მიერ საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციების შესაძლო განხორციელების საკითხი. ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოს ჰიდრორესურსების მიმართ და ამ მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
საუბარი ასევე შეეხო ე.წ. “Shale Gas”–ის თემას.
საელჩო აგრძელებს მუშაობას კომპანია “China Export & Import Credit Insurance Corporation”–თან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.
|
21 აპრილი ჩინეთში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ შეხვედრა გამართა კომპანია “China Export & Import Credit Insurance Corporation”–ის დირექტორის მოადგილესთან იუ ქინგჯუნთან. განხილულ იქნა ენერგეტიკის დარგში სამომავლო თანამშრომლობის, კერძოდ აღნიშნული კომპანიის მიერ საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციების შესაძლო განხორციელების საკითხი. ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოს ჰიდრორესურსების მიმართ და ამ მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. საუბარი ასევე შეეხო ე.წ. “Shale Gas”–ის თემას. საელჩო აგრძელებს მუშაობას კომპანია “China Export & Import Credit Insurance Corporation”–თან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|