საქართველოს საელჩოს მრჩევლის დავით პიპინაშვილის შეხვედრა ენერგეტიკული კომპანია “REDWOOD PETROLEUM ENERGY CORPORATION”–ის წარმომადგენლებთან

          6 აპრილი

          პეკინში საქართველოს საელჩოში, საელჩოს მრჩეველმა დავით პიპინაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინური ენერგეტიკული კომპანია “REDWOOD PETROLEUM ENERGY CORPORATION”–ის წარმომადგენლებთან. 

          “Redwood Petroleum Co., Ltd” (http://www.redwoodpetro.com) გახლავთ ჩინური კერძო ენერგოკომპანია, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს ენერგეტიკის დარგში, კერძოდ ნავთობის მოპოვებისა და ქვანახშირის საბადოების, ასევე პორტების, ჰიდროელექტროსადგურებისა და ნავთობ–ქიმიური ქარხნების პროექტირებისა და მშენებლობის კუთხით.

          შეხვედრის დროს, ჩინურმა მხარემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ჰიდრორესურსებისა და ელექტროენერგეტიული პოტენციალის მიმართ. “Redwood Petroleum Co., Ltd”–ის წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის, კერძოდ ჰიდროენერგეტიკის სფეროში დღეს არსებული საინვესტიციო სიტუაციის შესახებ. საქართველოს ჰიდრო–რესურსების მნიშვნელობაზე საუბრისას, დავით პიპინაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ახდენს რამოდენიმე დიდი ჰიდრო–ელექტროსადგურის პროექტის აქცენტირებას, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს ჩინელი ინვესტორებისთვის. აღინიშნა ისიც, რომ, დიდი ჰესების გარდა, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ასევე მომზადებულია საქართველოში ასაშენებელი 80–მდე პოტენციური ჰესის პროექტი (ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება), რაც საშუალებას მისცემს ინვესტორს განსაზღვროს და აარჩიოს მისთვის მიმზიდველი და საინტერესო ენერგეტიკული პროექტი.მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ, ახლო მომავალში (აპრილის ბოლოს), საქართველოს საელჩოში შედგება მორიგი შეხვედრა ამჯერად უკვე უშუალოდ საქართველოს ელჩსა და კომპანია “Redwood Petroleum Co., Ltd”–ის გენერალურ დირექტორს შორის, რომლის დროსაც ჩინური მხარე მოახდენს საქართველოსადმი თავისი ბიზნეს–ინტერესის შედარებით უფრო დეტალურ პრეზენტაციას.

          საელჩო აგრძელებს მუშაობას კომპანია “Redwood Petroleum Co., Ltd”–თან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ადამიანის უფლებები

Georgia.gov.ge

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ