ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული ღვინის დაჯილდოვება ქ.შანხაიში

2017 წლის 14-15 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა დავით აფციაურმა და საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ბატონმა არჩილ კალანდიამ მონაწილეობა მიიღეს ქ. შანხაიში “Georgian Wine Promotion Center“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძებაში “Georgian Wine Class and Awards Ceremony“. აღნიშნულ დაჯილდოვებას ასევე ესწრებოდნენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი გიორგი სამანიშვილი, “Georgian Wine Promotion Center“-ის დირექტორი, ბატონი ადამ ჰუანგი, ქართული ღვინის იმპორტიორი ჩინური კომპანიები და ასევე, 30-მდე ქართული ღვინის კომპანიის წარმომადგენლები (თელავის ღვინის მარანი, შატო მუხრანი, ხარება, კახური ღვინის მარანი, თბილღვინო, ყვარლის მარანი, ქართული ღვინის სახლი, კახური ღვინის მარანი, დუგლაძეების ღვინის მარანი და ა.შ). ხსენებულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ და ასევე, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით, საელჩოს მიერ ჩატარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, საქართველოს ელჩი და საელჩოს უფროსი მრჩეველი დაესწრნენ “Pro Wine China Shanghai 2017“-ის გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების პროდუქცია.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ