ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პრეზენტაცია ჩინეთის კომერციის სამინისტროში

2017 წლის 6 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროში საგანგებოდ ჩინური კომპანიებისათვის გაიმართა პრეზენტაცია საქართველო-ჩინეთს შორის ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ. პრეზენტაციაზე ოფიციალურ ჩინურ მხარეს წარმოადგენდა ჩინეთის კომერციის სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ლუო ვეიტუნგი და WTO დეპარტამენტების გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ლიუ იუხუა , საქართველოს მხრიდან მიწვეული იყო საქართველოს ელჩი ჩინეთში ბატონი დავით აფციაური. მხარეებმა დამსწრე კომპანიებს გააცნეს საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის პრიოროტეტები, აღნიშნეს მისი განსაკუთრებული როლი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. პრეზენტაციაზე მოწვეულ ორმოცამდე მსხვილ საფინანსო უწყებას, სახელმწიფო და კერძო კომპანიას შორის იყვნენ: China Association of International Trade (CAIT),The Export-Import Bank of China, China Development Bank, China Railway,China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) , Silk Road Fund , Xinjiang Hualing Industry And Trade (Group) Co.,CEFC China Energy Company Limited (CEFC CHINA), Huawei Technologies Co., Ltd. (Beijing), ZTE Corporation, Ltd და სხვ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ