ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილესთან

2017 წლის 19 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ბატონ  დავით აფციაურისა და ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს ბატონ  ხუანგ ვეის შორის შედგა შეხვედრა.

            შეხვედრაზე განხილულ იქნა ორივე ქვეყნისათვის ისეთ  პრიორიტეტულ მიმართულებაში, როგორიცაა განათლება და მეცნიერება ურთიერთობების გააქტიურება, ჩინეთის სამეცნიერო ფონდებთან თანამშრომლობის დაწყება, საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნოლოგიური და ინოვაციური ცენტრების შექმნა და სამეცნიერო კვლევებში ქართველი მეცნიერების ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობა.

            ჩინური მხარე მიესალმება და მზადაა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში მოქმედი ჩინეთის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და ლაბორატორიაში ქართული მხარის ჩართვის და  შესაძლებელია ასევე თანხების გამოყოფა ერთობლივი პროექტებისათვის. ასევე მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი საქართველოში დაიგეგმოს ორმხრივი ფორუმი სამეცნიერო-ტექნოლოგიების სფეროში, სადაც აღნიშნული სამინისტრო შეძლებს  ჩინეთის პროვინციების დონეზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ბიუროს (ადგილობრივი სამინისტრო) ხელმძღვანელების და მეცნიერების მობილიზებას.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ