ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
პეკინის მე-7 საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე

2017 წლის 24 სექტებრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩინეთში პეკინის მე-7 საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე გაიხსნა. სულ მონაწილე 102 ქვეყნიდან, საქართველო, სხვა 5 ქვეყანასთან ერთად მიწვეული ქვეყნის სტატუსით პირველად იღებს აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას, 15 განსხვავებული ხედვისა და ხელწერის მქონე თანამედროვე ხელოვანი ჯგუფური გამოფენის ფარგლებში წარადგენს საქართველოს. ქართველი ხელოვანების შერჩევასა და პეკინის მე-7 საერთაშორისო ბიენალეში მონაწილეობის ორგანიზატორები არიან ქართული თანამაედროვე ხელოვნების გალერეები Project ArtBeat და T.G. Nili Art Space, პროექტის მხარდამჭერები კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ბიენალეს წლევანდელი თემა „აბრეშუმის გზა და მსოფლიო ცივილიზაციებია“. აბრეშუმის გზის, როგორც კულტურათაშორისი დიალოგის უძველესი ტრადიციის თანადროული დისკურსით გადააზრება ხელს უწყობს მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების, კულტურული და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას. ამდენად, მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა, როგორც უძველესი კულტურის მქონე და საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზის გასაყარზე მყოფი ქვეყნისათვის ორმხრივად მნიშვნელოვანია. პეკინის მე-7 საერთაშორისო ბიენალე სიმბოლურად ჩინეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს ემთხვევა. პეკინის ბიენალეს ორგანიზატორების - ჩინეთის მხატვართა ასოციაციის მიერ ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით ბიენალეზე წარდგენილი ნამუშევრების სელექციის შემდეგ საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება იგეგმება თბილისში, რის ფარგლებშიც თანამშრომლობითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლასა“ და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან. დეტალური ინფორმაცია პეკინის მე-7 საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეს შესახებ შეგიძლიათ მოიძოთ ბიენალეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.bjbiennale.com.cn/en/program.aspx მონაწილე ქართველი ხელოვანების სია: 1. არჩილ თაბაგარი 2. მაი ლაშაური 3. ვახო ბუღაძე 4. ბესო უზნაძე 5. ლევან მინდიაშვილი 6. კაკო თოფურია 7. თამუნა მელიქიშვილი 8. ლადო ფოჩხუა 9. გიორგი გაგოშიძე 10. ირაკლი ბუგიანი 11. ტატო ახალკაციშვილი 12. მაია ნავერიანი 13. მაკა ბატიაშვილი 14. ლანა ცაგარეიშვილი 15. კარლო ჩეჩელაშვილი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ