ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო კონცერტი

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში(Beijing Concert Hall) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართული სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა. კონცერტის დაწყებმდე საკონცერტო დარბაზის ჰოლში გაიმართა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია.სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ტრადიციული სამოსის ფოტოგამოფენა( 13-20 საუკუნე). საიუბილეო და გრანდიოზული კონცერტი გაიხსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით აფციაურის და ჩინეთის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის ბატონი სიეს მისალოცი მიმართვებით. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სცენაზე შედგა გიორგი მიქაძისა და ანსამბლ "ბასიანის" მეგა -პროექტის "ვოისას" პრემიერა, რომელსაც სცენაზე ენაცვლებოდა ქართული სახელმწიფო ანსამბლის "რუსთავის" საცეკვაო ნომრები. კონცერტს ესწრებოდა საგანგებოდ ამ დღისათვის პეკინში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, აზიის დეპარტამენტის უფროსი დავით კერესელიძე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი ხვეილაი, ჩინელ ხალხთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტი ლინ ი, სხვადასვა სამინისტროების ოფიცილური პირები, პეკინში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობა,ქართული დიასპორა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საიუბილეო საღამო გააშუქა ჩინეთის წამყვანმა მედია საშუალებებმა. საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის კონცერტის სპონსორებს : ფონდ „ქართულ გალობას" „China CEFC Energy Company Limited"-ს და „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციას".

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ