ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საიუბილეო მიღება ჩინეთის მეგობრობის საზოგადოებაში

2017 წლის 14 ივნისს , პეკინში, ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის საზოგადოებაში გაიმართა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის საიუბილეო მიღება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოდგილე ვანგ ჭენგვეი,ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი ხვეილაი, მეგობრობის საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი ლინ ი,პეკინში საგანგებოდ ამ თარიღის აღსანიშნავად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით აფციაური. მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ბატონმა ჯალაღანიამ და ქალბატონმა ლინმა, რის შემდგომაც მოხდა საიუბილეო კონვერტის პრეზენტაცია. მიღებას ასევე ესწრებოდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კომერციის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე საქართველოში ჩინეთის ყოფილი ელჩები, საქართველოს საელჩოს შემადგენლობა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მიღებაზე მოწვეული იყვნენ საქარათველოში მსხვილი ჩინური საინვესტიციო კომპანიების "ჰუალინგ ჯგუფისა" და " ჩინეთის CEFC ენერგეტიკული კომპანიის" წარმომადგენლები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ