ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
14 ივნისს გამართული პოლიტიკური კონსულტაციები

2017 წლის 14 ივნისს ქ. პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ჩინეთის საგარეო უწყებებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა ნინისტრის მოადგილე ბატონი დ. ჯალაღანია, ხოლო ჩინეთის - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლი ხუილაი. კონსულტაციებზე მხაარებმა გააკეთეს ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობის პოლიტიკურ-დიპლომატიურ ანალიზი და დასახეს თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული თემატიკა განიხილებოდა საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშვნის კონტექსტშიც. ამ კუთხით კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად ეყრდნობა ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის პრინციპებს, რომლის ინტენსიურობა თვალსაჩინოდ გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში.ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თანამედროვე ეტაპზე საქართველო-ჩინეთის კავშირები ხასიათდება მრავალფეროვნებით, რასაც ადასტურებს გახშირებული ორმხრივი ვიზიტები სხვადასხვა დონეებზე და სფეროებში. ამასთან, ყოველმხრივ მისასალმებელია კონტაქტების შემდგომი გაფართოება და სულ უფრო მეტი ორმხრივი ვიზიტების განხორციელება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის განვითარებისათვის ორ ქვეყანას შორის. კონსულტაციებზე კვლავ დაფიქსირდა, რომ საქართველო და ჩინეთი ურყევად უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიალურ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მიღწეულია მაღალი ხარისხის შეთანხმები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, სადაც განსაკუთრებულად აღინიშნა მ.წ. 13 მაისს ხელმოწერილი საქართველო-ჩინეთის FTA-ის მნიშვნელობა, რომლის იმპლემენტაცია უდავოდ ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივ სავაჭრო-სამრეწველო კოოპერირებას, ასევე ჩინეთის ეკონომიკურ აქტივობას ევროპულ სივრცეში. ამასთან, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ სულ უფრო მეტი ჩინური კომპანიები იწყებენ საქმიანობას საქართველოში, რის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ერთობლივი მზა პროდუქციის წარმოების პერსპექტივები. დაწყებულია პრაქტიკული თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზა" სტრატეგიის ფარგლებში, რომლის მეშვეობით იხსნება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ფართო პერსპექტივები სხვადასხვა დარგებში, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და საწარმო სიმძლავრეების კუთხით. ამ კონტექსტში, ჩინურმა მხარემ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს აქტიური ჩართვის შესახებ „ერთი სარტყელი, ერთი გზა" სტრატეგიაში და, ასევე, ქ. თბილისში 2017 წლის 28-29 ნოემბერს ამ მეგა-პროექტის შესახებ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.აქტიურად ვითარდება ურთიერთობები ჰუმანიტარულ სფეროში, რომლის მზარდი ტენდენცია ყოველმხრივ მხარდასაჭერია, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიცაა კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა და ტურიზმი, სადაც გაგვაჩნია თანამსრომლობის დიდი პოტენციალი.შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა იმაზე, რომ არსებული რეალობა მოითხოვს თანამშრომლობის განვითარებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო სტრუქტურებში, განსაკუთრებით გაეროს სისტემის ფარგლებში.ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არსებული სახელშეკრულებიო-სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია და მისი გამდიდრება ახალი მოთხოვნილებებისა და რეალიების გათვალისწინებით. კონსულტაციებზე მაღლად შეფასდა ჩინეთში საქართველოს საელჩოსა და თბილისში ჩინეთის საელჩოს საქმიანობა, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ