ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

2017 წლის 27-31 მარტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქვეყნის მმართველი პარტიის მოწვევით ვიზიტით იმყოფება საქართველოს მმართველი პარტიის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრთა დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ბატონ გიორგი ვოლსკის მეთაურობით. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ქალაქებში- პეკინსა და შანხაიში შეხვედრებს მართავს ჩინეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის „ხანბანის“ თავმჯდომარის მოადგილესთან, შანხაის ფუტუნგის რაიონის „თავისუფალი სავაჭრო-საპილოტო ზონის“ ხელმძღვანელობასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. შეხვედრებს ესწრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი დავით აფციაური. შეხვედრებზე განიხილება საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების არსებული მდგომარეობა, განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები. ამავე ვიზიტის ფარგლებში, 28 მარტს, დელეგაცია დაესწრო ქ. პეკინში „აბრეშუმის გზა-ქართული კულტურის ფესტივალი 2017“-ის გახსნის ცერემონიას, სადაც სიტყვით გამოვიდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ვოლსკი და დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ჩინეთს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი ოთარ დანელია. საქართველოს დელეგაცია ვიზიტს დაასრულებს 31 მარტს ქ. შანხაიში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ