ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჩინეთ-ევროკავშირის მდგრადი ურბანული განვითარების ფორუმი

         2017 წლის 18-19 მარტს ჩინეთის პრ.ფუძიენის ქალაქ ფუთიენში, ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ურბანული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა რიგით მესამე ევროკავშირი-ჩინეთის მდგრადი ურბანული განვითარების ფორუმი. ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ : \"ევროქალაქები\" და  ევროკავშირის კომერციული პალატა ჩინეთში.

        ფორუმზე ცალკე სემინარი ჩატარდა თემაზე, „რეგიონალური საერთო ბაზარი - ევროკავშირი-ჩინეთის თანამშრომლობის ახალი მოდელი\"ერთი სარტყელი, ერთი გზის\" ფარგლებში.

         სემინარის ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილებოდა  საქართველო-ჩინეთი-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმირება აღნიშნული რეგიონალური საერთო ბაზრის ჩამოყალიბების პირობებში, რის შესახებაც ვრცელი მოხსენებით წარსდგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი დავით აფციაური და საქართველო-ჩინეთის ასოციაციის აღმასრულებელი  დირექტორი ბატონი გიორგი მორჩილაძე.

          ხაზი გაესვა საქართველოს როლის მნიშვნელობის გაზრდას თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ რგოლის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი და გაააქტიურა ურთიერთობები ჩინეთთან \"ერთი სარტყელი, ერთი გზის \" ინიციატივის ფარგლებში.

        ინტერესი საქართველოსადმი იზრდება, რაც განპირობებულია მისი შიდა სტაბილური ვითარებით და ეკონომიკური  რეფორმების შემდგომი ეტაპის პერსპექტივებით.

         გაანალიზდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არსებული დონე და მისი შემდგომი ზრდის ძირითადი მიმართულებები ჩინეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი მოდელის ჩამოყალიბების ფარგლებში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ