ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოსა და ჩინეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრა

2017 წლის 17 მაისს ჩინეთის ქ. ხეფეიში საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ  ბატონ ვანგ იანგს შორის შედგა ოფიციალური შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებინაი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი დავით აფციაური.

შეხვედრაზე  მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდას. მხარეები მაქსიმალურად შეეცდებიან, რათა ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგრძნობლად გაიზარდოს და 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

 შეხვედ რაზე ასევე განხილული იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ გლობალური პროექტის  ჭრილში, მათ შორის საქართველოს როლი ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის სატარნზიტო „შუა დერეფანში“, საწარმოო სიმძლავრეების საქართველოში გადმოტანა, ტეექნოლოგიური პარკების შექმნა და სხვ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელი მიმდინარე წლის 13 მაისს მოეწერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიის რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს მსგავსი შეთანხმება აქვს გაფორმებული. მოლაპარაკება ორივე მხარის ძალისხმევით რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა. ამჟამად დარჩენილია მხოლოდ სარატიფიკაციო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც შეთანხმება ძალაში შევა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა შეთანხმების რატიფიცირება 2017 წლის ბოლომდე დასრულდეს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ