ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსტიტეტში (UIBE)

2017 წლის 6 მარტს საქართველოს საგანგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონმა დავით აფციაურმა შეხვედრა გამართა ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსტიტეტის (UIBE) ახლად დანიშნულ რექტორთან ბატონ ვანგ ძიაოციონგთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გასულ წლებში დაწყებული პროექტები, მათ შორის  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის ვიზიტის მნიშვნელობა უნივერსიტეტში, ამავე  უნივერსტიტეტის და საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის არსებული  მჭიდრო თანამშრომლობა და სხვ.

ბატონმა ვანგმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ მხარესა და უნივერსიტეტს შორის არსებული  ურთიერთობების ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის და გააცნო სასწავლებლის სამომავლო გეგმები, სადაც საქართველოს ჩართულობა აქტიურად განიხილება.

 

 ბატონმა დავით აფციაურმა თავის მხრივ დაუდასტურა მზადყოფნა მომავალშიც თანამშრომლობის სრული მხარდაჭერის შესახებ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ