ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის სიტყვით გამოსვლა ჩინეთის სურსათისა და ადგილობრივი წარმოების სავაჭრო პალატის რიგით მე-9 სხდომაზე

2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი დ. აფციაური მოხსენებით წარსდგა  ჩინეთის სურსათისა და ადგილობრივი წარმოების სავაჭრო პალატის რიგით მე-9 სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედება იძლევა, კერძოდ, სურსათის ვაჭრობის წახალისების თვალსაზრისით. საქართველოს ელჩმა ბ-მა დ. აფციაურმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სოფლის მეურნეობის საექსპორტო შესაძლებლობები და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა დარგში მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე  ტენდენციების შესახებ.  აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოიჩინეს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება გამართულ დისკუსიებში ქართული ღვინის ჩინურ ბაზარზე პოპულარიზაციასა და მის რეალიზაციის საკითხებს დაეთმო.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ