ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა ჩინეთის მმართველ პარტიასთან

ა. წ. 4 ნოემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-მა დ. აფციაურმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მმართველი  პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან (მინისტრის მოადგილის დონე) ბ-ნ ლი ძიუნთან. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების მაღალი მნიშვნელობა, ასევე, ბოლო წლებში განვითარებული ორმხრივი  თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ბ-მა ლი ძიუნმა დადებითად შეაფასა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ პროექტის რეალიზაციის საქმეში და  ისაუბრა აზიასა და ევროპას შორის საქართველოს დამაკავშირებელ განსაკუთრებულ როლზე. საქართველოს ელჩმა ბ-მა დ. აფციაურმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს არსებული მხარდაჭერისთვისა და თანადგომისთვის და იმედი გამოთქვა მომავალში, როგორც, ორმხრივი, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე.  მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე აქტუალური პროცესები და ამასთან ერთად,  შეთანხმდნენ, რომ კვლავ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ პარტიებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.   

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ