ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ვიზიტი მაკაოში

china/.jpg29 ივნისს საქართველოს საგანგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაურმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაკაოს  მთავრობის ხელმძღვანელთან ბატონ ფერნანდო ჩუისთან.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოსა და მაკაოს ოფიციალური პირების პირველი შეხვედრა.

ელჩმა მთავრობის ხელმძღვანელს გააცნო  საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ასპექტები, განსაკუთრებულად ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა დ მაკაოს ახასიათებს სატრანზიტო შესაძლებლობები რაც ქმნის კარგ საფუძველს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებისთვის.

საქართელოს ელჩმა წინადადებით მიმართა მაკაოს ხელმძღვანელობას საქართველოში არსებული  შესაძლებლობების თაობაზე მაკაოში პრეზენტაციის გამართვის შესახებ და ასევე მიიწვია მაკაოს -  ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის - ოფიციალური დელეგაცია საქართველოში.

მაკაოს ხელმძღვანელმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსთან ურთიერთობების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

ელჩმა მაკაოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გამართა მაკაოს კულტურისა და სოციალურ საკითხებში მდივანთან ბ-ნ თამ ჩონ ვენთან, სადაც ყურადღება გაამახვილა ღვინის დარგში შესაძლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან დაკავშირებით, გაზიარებულ იქნა მოსაზრება, მაკაოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის წახალისების თაობაზე პრეზენტაციის ჩატარების შესახებ.

მაკაოს მხარე დაინტერესებულია საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში (გამოფენებში) მონაწილეობით.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ