ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბატონი დავით აფციაური, ჩინეთში ახლად ჩამოსულ ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა საელჩოს ინიციატივით ჩატარდა და მიზნად ქართველი სტუდენტების გაცნობას, მათ აკადემიურ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ისახავდა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საელჩოს მუშაობის ძირითად მიმართულებებს, სიახლეებს საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებული ურთიერთობების შესახებ და სამომავლო გეგმებს სხვადასხვა სფეროებში.

საელჩოს წარმომადგენლებისა და სტუდენტების მხრიდან გამოითქვა სურვილი მსგავსი ტიპის შეხვედრების ხშირად ორგანიზების შესახებ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ