ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა ჩინეთის პრემიერ მინისტრ ლი კე ციანთან

files/China/uniInc.jpg2014 წლის 30 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით აფციაური,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 65 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში  ჩინეთის პრემიერ მინისტრს ლი ქე ციანს შეხვდა. 

შეხვედრისას დავით აფციაურმა პრემიერ მინისტრს საქართველოს მთავრობის სახელით მიულოცა ეროვნული დღესასწაული და უსურვა წარმატებები ქვეყნის ყოვლისმომცველი განვითარების საკითხში.

საქართველოს ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები, მათ შორის ახალი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელების ფარგლებში. ხაზი გაუსვა ნიუ იორკში 2014 წლის 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას - 2015 წელს თბილისში ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსების შესახებ.

ჩინეთის პრემიერმა თავის მხრივ ისაუბრა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის გამოყო 2014 წლის სექტემბერში, ქალაქ თიენძინში გამართული აზიის დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს ვიცე პრემიერ - გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული შეხვედრის პოზიტიურ მნიშვნელობას და შედეგს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ