ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კონფუცის ინსტიტუტის ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პეკინში

2014  წლის 27 სექტემბერს კონფუცის ინსტუტის 10 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ერთდოულად ჩატარდა.  პეკინში გამართულ მიღებაზე მონაწილეობა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით აფციაურმა მიიღო. მიღებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ვიცე პრემიერ მინისტრი ლიუ იენდუნი. დიპლომატიური კორპუსის სახელით კი მოწვეულ სტუმრებს საფრანგეთის ელჩმა მიმართა.

კონფუცის ინსტიტუტი ჩინეთის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჰანბანის ორგანიზაციის ინიციატივით დაარსდა. ინსტიტუტის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაა. ამ თვალსაზრისით მისი როლი საზოგადოების მსოფლმხედველობის, მეცნიერების, კულტურის განვითარების საქმეში, როგორც ქვეყნის ასევე მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო იზრდება. ორგანიზციას დაახლოებით 120 ქვეყანაში უკვე გახსნილი აქვს 480 ინსტიტუტი,   2020 წლისთვის კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჯამში 1000 ინსტიტუტის ფლობა იგეგმება.

კონფუცის ინსტიტუტი წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც. იგი თავისუფალ უნივერსიტეტში 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის უკვე ჰყავს რამდენიმე წარმატებული კურსდამთავრებული. ქართული მხარე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს კონფუცის ინსტიტუტის სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ