ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩმა ვიეტნამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

   2014 წლის 17 სექტემბერს, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, პრეზიდენტის სასახლეში, შედგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - ბატონ დავით აფციაურის მიერ ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტის - ბატონ ჩიონგ ტანგ შანგისათვის (Trương Tấn Sang) რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია,  რომელსაც ესწრებოდნენ ვიეტნამის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე, მასმედიის წარმომადგენლები. ვიეტნამის პრეზიდენტმა - ბატონმა ჩიონგ ტანგ შანგმა, გულთბილად მიულოცა ბატონ დავით აფციაურს ვიეტნამში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში  საქმიანობის დაწყება და უსურვა წარმატებები ვიეტნამ-ქართული მეგობრობისა და თანამშრომლობის საქმეში. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ვიეტნამისთვის ტრადიციულად მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს, რაც მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების კარგი საფუძველია, უპირველეს ყოვლისა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით. ასევე, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ვიეტნამში ბევრი მეგობარი ყავს, პირველ რიგში იმ ადამიანების სახით, რომლებმაც გასულ წლებში განათლება მიიღეს საქართველოს სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემაში.

         საქართველოს ელჩი - ბატონი დავით აფციაური მიესალმა რა ვიეტნამის პრეზიდენტს და მადლობა გადაუხადა საქართვლოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, აღნიშნა, რომ ტრადიციულად მეგობარ ქვეყნებს: საქართველოსა და ვიეტნამს კარგი პოტენციალი გააჩნიათ კიდევ უფრო გააღრმავონ თანამშრომლობა, პირველ რიგში, ახალი საინვესტიციო პროექტებისა და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით. მან ასევე მოკითხვა გადაცა საქართველოს ხელმძღვანელობის სახელით და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს ეწვიოს ვიეტნამის ხელმძღვანელობა. საქართველოს ელჩმა მოკლედ გააცნო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების შესახებ, ქვეყანაში არსებული სტაბილური ვითარება და მისი მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. ასევე, საქართველოს ელჩმა გააცნო ის პერსპექტივები, რომლებიც საქართველოსთვის იხსნება ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საქმეში, მათ შორის, ახალ გლობალურ პროექტებში მონაწილეობით. გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ