ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა

ა.წ. 29 ივლისს, ქ.პეკინში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი დავით აფციაური, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ჩენ გუოფენს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთს შორის მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის დღის წესრიგში მყოფი ოფიციალური ვიზიტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, განხილულ იქნა აგრეთვე  ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და ასევე რეგიონალური ხასიათის მნიშვნელოვანი საკითხები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს თანამშრომლობის გააქტიურების დინამიკა და გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლების დონეზე მიღების შესახებ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ