საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

5-8 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია მივლინებით იმყოფებოდა ქ.შანხაიში, სადაც მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებში

   5-8 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია, საელჩოს დესპანთან დავით პიპინაშვილთან ერთად მივლინებით იმყოფებოდა ქ.შანხაიში, სადაც მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (China International Import Expo) ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებში.
   ელჩი სიტყვით გამოვიდა, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ფორუმზე, სადაც „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ და „ფენჯიოუ ჯგუფმა“ ერთობლივი სასაჩუქრე პროდუქტი წარადგინეს. კერძოდ, დუგლაძეების ღვინის კომპანიის საფერავი სუპერიორი და ფენჯიოუ ჯგუფის პაიჯიოუ. ფენჯიოუ ჯგუფი“ ჩინური ნაციონალური სასმელის - პაიჯიოუს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
   სიტყვით გამოსვლის დროს, არჩილ კალანდიამ აღნიშნა ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის მზარდი დინამიკა, რის შედეგადაც ჩინეთი გახდა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი, ასევე ხაზი გაუსვა, ქართული ღვინის კომპანიასა და ფენჯიოუს ჯგუფს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ჩინეთის მასშტაბით.
გარდა ამისა, ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეო მიმართვით მიესალმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
   საქართველოს ელჩი ასევე, დაესწრო და სიტყვით გამოვიდა “მეღვინეობა ხარება”-სა და ჩინური კომპანია "TCC Itrading"-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებულ ფორუმზე. ელჩმა ისაუბრა, ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის აქტიური პირდაპირი კონტაქტების დამყარების მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვა მხარეებს შემდგომი თანამშრომლობის კუთხით. ამასთან, ელჩი ეწვია "მეღვინეობა ხარება"-ს პავილიონს, რომელიც წარმოდგენილი იყო აღნიშნულ ექსპოზე.
   გარდა ამისა, ელჩთან ინტერვიუები ჩაწერეს, ჩინეთის სახელწიფო საბჭოს ვებ-პორტალმა China.com.cn - მა და Phoenix TV-მ.