საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წლის 4 სექტემბერს, ჩინეთში საქართველო საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდია მონაწილეობდა ჩინეთის გლობალიზაციის ცენტრის (China Center for Globalization – CCG) მიერ ორგანიზებულ ფორუმში

2021 წლის 4 სექტემბერს, ჩინეთში საქართველო საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდია მონაწილეობდა ჩინეთის გლობალიზაციის ცენტრის (China Center for Globalization – CCG) მიერ ორგანიზებულ ფორუმში: 8th China Inbound-Outbound Forum 2021, რომლის გახსნის ცერემონიის დროს, სიტყვით გამოვიდა ქ. პეკინის ვიცე მერი, ქალბატონი იანგ ძინპაი (Yang Jinbai, Deputy Mayor of Beijing).

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, ჩინეთის კომერციის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების, ცნობილი ანალიტიკური-კვლევითი ცენტრების (think tanks) წარმომადგენლები, ხოლო საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულები იყვნენ, ჩინეთში საქართველოს, ირლანდიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ელჩები.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია. მან ისაუბრა ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკაზე და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

გარდა ამისა, ფორუმის მიმდინარეობის დროს, ელჩს ინტერვიუ ჩამოართვა ჩინეთის წამყვანმა მედია საშუალებებმა - “CGTN“-მა და “People`s Daily“-მ.