საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა, არჩილ კალანდიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, ჭანგ სიუმ ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

2021 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრლუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, ჭანგ სიუმ ხელი მოაწერეს ოქმს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, 2021-2025 წლებში.
 ხელმოწერის ცერემონიამდე, გაიმართა ელჩისა და მინისტრის მოადგილის პირისპირ შეხვედრა, სადაც მხარეებმა ხაზი გაუსვეს დოკუმენტის ხელმოწერის მნიშვნელობას.
განხილულ იქნა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი.
აღინიშნა ტურიზმის სექტორში არსებული დიდი პოტენციალი და ამ მიმართულებით, კონტაქტების გააქტიურების აუცილებლობა.
მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე.