საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

27 ივლისს, ელჩი მონაწილეობდა ქ. ტონგგუანში სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიაში

26-27 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფებოდა გუანგტონგის პროვინციის ქ. გუანგჭოუში და ქ. ტონგგუანში.
აღსანიშნავია, რომ გუანტონგის პროვინციის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ (მშპ), 2020 წელს შეადგინა 1.71 ტრილიონ აშშ დოლარი, რაც აღემატება ისეთი ქვეყნების მშპ-ს მაჩვენებლებს, როგორიც არის რუსეთი, კანადა, ავსტრალია, ბრაზილია და ესპანეთი და თითქმის უტოლდება შვეიცარიის, სინგაპურის, არგენტინისა და უკრაინის მშპ-ს ჯამურ მოცულობას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრები, გუანგტონგის პროვინციის საგარეო ურთიერთობათა ოფისის გენერალურ დირექტორთან, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს პრეზიდენტთან და ქ. გუანგჭოუს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორთან.

შეხვედრების დროს, ელჩმა გააცნო ჩინურ მხარეს საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს და ტურისტული შესაძლებლობები. დაიგეგმა თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების ინტენსიფიკაციას მიზნით.
26 ივლისს, ქ. გუანგჭოუში არსებული სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის ბაზაზე, გაიხსნა სავაჭრო-საგამოფენო ცენტრი, სადაც ქართულ ნაწარმთან ერთად, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნების პროდუქცია, მათ შორის გერმანიის, იტალიის, თურქეთის, ინდოეთის, ირანის, იორდანიის და ა.შ.
აღნიშნული ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ - საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია, სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის დამფუძნებელი, ბექა მიქაბერიძე და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.
27 ივლისს, ელჩი მონაწილეობდა ქ. ტონგგუანში სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიაში.
ბიზნეს სახლების კონცეფცია ითვალისწინებს, როგორც ქართული პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობას ჩინურ ბაზარზე, ასევე, ამ პლატფორმის შეთავაზებას ჩინეთში არსებული სხვადასხვა ქვეყნების კომპანიებისადმი.