საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სერთაშორისო კულტურული ინდუსტრიის მე-5 გამოფენა (The 5th China Sanya International Cultural Industry Fair 2020) და თავისუფალი ვაჭრობის პორტისადმი მიძღვნილ ფორუმი

2020 წლის 25-26 დეკემბერს, ჩინეთის ჰაინანის პროვინციის ზღვისპირა ქალაქ სანიაში (Sanya), საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა დავით პიპინაშვილმა, საელჩოს პირველ მდივანთან შოთა აბულაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სერთაშორისო კულტურული ინდუსტრიის მე-5 გამოფენასა (The 5th China Sanya International Cultural Industry Fair 2020) და თავისუფალი ვაჭრობის პორტისადმი მიძღვნილ ფორუმში (Free Trade Port Forum – Culture New Drivers). ქალაქის მუნიციპალურ და პარტიულ ხელმძღვანელობასთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქმიანი წრეებისა და დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლები.

დავით პიპინაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხაინანის თავისუფალი სავაჭრო პორტი (Hainan Free Trade Port), რომელიც ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციაზეა ფოკუსირებული, წარმოადგენს ჩინეთის გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთედა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის საპორტო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დიდ მნიშველობაზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე (FIZ), ასევე „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt and Road Initiative) ჩვენი ქვეყნის უფრო აქტიურ ჩართულობაზე.
ამასთან ერთად, შედგა სამუშაო შეხვედრა ქ. სანიას მუნიციპალიტეტის მერთან ბატონ პაო ხონგვენთან (Bao Hongwen, Mayor of the Sanya Municipal People’s Government), რომლის დროსაც განხილულ იქნა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და გეგმები. 
რაც შეეხება უშუალოდ საგამოფენო პავილიონს, საელჩოს ძალისხმევით, იქ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული საექსპორტო პროდუქცია.