საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, იუ ძუნთან

2020 წლის 11 დეკემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, იუ ძუნთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მიმდინარე აქტუალური საკითხები. შეთანხმდნენ მომავალი წლის დღის წესრიგზე.

გარდა ამისა, ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას “სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში.