საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, საერთაშორისო გაცვლებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, სიე ძინინთან.

2020 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, საერთაშორისო გაცვლებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის (Department of International Exchanges and Cooperation) გენერალურ დირექტორთან, სიე ძინინთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას ჩინეთში.
აღინიშნა, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და ამ კუთხით, კოორდინირებული მუშაობის გააქტიურების აუცილებლობა. დაიგეგმა მომავალი წლის დღის წესრიგი.