საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩინეთის კინოს ადმინისტრაციაში

2020 წლის 9 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის კინოს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილესთან ლი კუოცისთან.
შეხვედრის დროს მხარეებს შორის განხილულ იქნა, მიმდინარე წლის განმავლობაში ჩინეთში ქართული ფილმების კვირეულის ორგანიზების შესაძლებლობები და ასევე, ორ ქვეყანას შორის კინო ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
🎥ინფორმაციისთვის, 2017 და 2018 წლებში პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ფილმებმა „ლუკა“ და „საშიში დედა“ მოიპოვეს მთავარი ჯილდოები, ხოლო 2019 წელს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ მოიპოვა ჟიურის მთავარი პრიზი და ასევე, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ.