საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“Investments Opportunities of the Belt & Road“

ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია პოლონეთის, საუდის არაბეთისა და ალჟირის ელჩებთან ერთად მონაწილეობდა ერთ-ერთ მთავარ სპიკერად, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმის თემატურ დისკუსიაში “Investments Opportunities of the Belt & Road“.
არჩილ კალანდიამ ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე.
ასევე, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ბიზნეს არხის CCTV-2-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ჭუ იანფეიმ ჩაწერა ინტერვიუ ელჩთან, სადაც საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ მიმართულებით, 2020 წლის დღის წესრიგს.