საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2019 წლის 1 ნოემბრიდან  აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ორ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

 

საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით,   ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე  china.emb@mfa.gov.ge

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1.      განცხადებების გადარჩევა

2.      გასაუბრება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         კანდიდატი უნდა იყოს ეკონომიკის, სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

·         კარგად ფლობდეს ჩინურ ენას, სასურველია ასევე ინგლისური ენის ცოდნა;

 

 

კონკურსის თემატიკა:

·         საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“

·         საქართელოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“

·         ვენის 1961 წლის კონვენცია „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“

·         საქართველო-ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს:

 

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზეჩინეთის სახალხო  რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ქ. პეკინი,100125, სიაო იუნის ქუჩა, N18, G38 (Kings Garden Villa, Block G38, XiaoYun Road 18, Chaoyang Dist. Beijing 100125, China)

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერმაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

ტელ: +(86 10) 64 68 12 03


განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf