საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2018 წლის 21 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, სუნ ლინძიანგთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში და პირიქით მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობები, “სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები, ასევე ჰუმანიტარულ, კულტურისა და განათლების სფეროებში კონტაქტების გააქტიურების პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ა.წ. 3-5 დეკემბერს ქ. პეკინში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდის გამართვის მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებული მუშაობის გაძლიერებაზე.