საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

2018 წლის 13 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახლად დანიშნულმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ გამართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჭანგ ხახუეისთან.
შეხვედრის დროს, განხილულ იქნა, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. 
მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების დინამიკას, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. 
საქართველოს ელჩმა აღნიშნა, მაღალი დონეზე არსებული კონტაქტების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა, როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო კუთხით.
არჩილ კალანდიამ ასევე მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს, ა.წ. 5-10 ნოემბერს შანხაის საერთაშორისო იმპორტის ექსპოზე, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის სათანადო დონეზე ორგანიზების ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს.
თავის მხრივ ჭანგ ხახუეიმ მიულოცა არჩილ კალანდიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.ამასთან, ჩინელმა დიპლომატმა დაუდასტურა ქართულ მხარეს ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში და ხაზი გაუსვა, ოფიციალური პეკინის მზადყოფნას საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად.