საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 (ო) საუკეთესო აპლიკანტს.

 

 სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

საბუთები მიიღება ამ/წლის 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: china.emb@mfa.gov.ge.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

• ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

• კარგად ფლობდეს ჩინურ ენას, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

• იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

 

კონკურსის თემატიკა:

• საქართველოს კანონიდიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

• საქართველო-ჩინეთი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: china.emb@mfa.gov.ge   უნდა წარადგინოს:

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ავტობიოგრაფია;

დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

პასპორტის ასლი;

ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ერთი ფოტოსურათი (3X4);

ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ჩინეთს სახალხორესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, . პეკინი, 100016ჩაო იანგის რაიონი, სიაოიუნის ქუჩა 18, ქინგს გარდენ ვილა G38

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +(8610) 6468 1203

 განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf