საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პეკინში PWC მიერ გამართული ფორუმზე საქართველო მონაწილეობდა

2018 წლის 27 ივნისს, ქ. პეკინში PWC (PricewaterhouseCoopers) წარმომადგენლობის ოფისში, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში გაიმართა ფორუმი “Belt & Road United“ , საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნულ ფორუმზე მოწვეული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რომელმაც ფორუმის ორგანზატორებსა და დამსწრე ჩინურ კომპანიებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების უპირატესობებზე ისაუბრა. ფორუმს ესწრებოდნენ ჩინეთში სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.